მუნიციპალიტეტის სიახლეები

16 ოქტომბერი 2017 წელი
სოფელ ლეღვაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
გვიან ღამით სოფელ ლეღვაში თენგიზ ჯინჭარაძის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილზე იმყოფებდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები. ჯინჭარაძეების ხუთ სულიანი ოჯახი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. ხანძრის შედეგად დაზარალებულების მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი კომისია განიხილავს. ... »»»
.....................................................................................
16 ოქტომბერი 2017 წელი
მალხაზ რომანაძემ სტიქიით დაზარალებულები მოინახულა
ქობულეთის გამგებლის მოადგილე მალხაზ რომანაძემ ჩაისუბანში სტიქიით დაზარალებული კონცელიძეების ოჯახი მოინახულა. ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერული პროცესები გააქტიურდა და საცხოვრებელ სახლთან მიწის მასა ჩამოიშალა. ოჯახი ევაკუირებულია. დაზარალებულთა მდგომარეობას გეოლოგები შეისწავლიან. უამინდობამ პრობლემები სხვა სოფლებშიც შექმნა. დაგვაში, ლეღვაში, ქაქუთსა და სოფელ ქობულეთში დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი და დაიმეწყრა სახლებთან მიმავალი შიდა გზები.... »»»
.....................................................................................
16 ოქტომბერი 2017 წელი
ქობულეთში უამინდობამ პრობლემები შექმნა
უამინდობამ ქობულეთში პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწყერული პროცესები განვითარდა, ასევე ქარიშხალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. ციხისძირსა და ბუკნარში წყალმომარაგება შეზღუდულია, ასევე ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ზენითის, ხუცუბნის, ციხისძირისა და ზედა სამების მომსახლეობას. სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს, მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები. ... »»»
.....................................................................................
11 ოქტომბერი 2017 წელი
სტიქიის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის სხდომა გაიმართა
დღეს ქობულეთის გამგეობაში სტიქიის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა სექტემბერ-ოქტომბერში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობა განიხილეს. შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის გადაწყვეტილებით დაზარალებული ოჯახების ნაწილზე კომპენსაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიცემა, ხოლო ნაწილი შემდგომი რეაგირების მიზნით შერეულ კომისიაზე გადაიგზავნება.... »»»
.....................................................................................
10 ოქტომბერი 2017 წელი
„ვეფხისტყაოსანი ილუსტრაციებში“
დღეს კულტურის სახლში მამუკა სურმანიძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო „ვეფხისტყაოსნის“ მოტივებზე შექმნილი ნახატები. გამოფენა მიზნად ისახავდა „ვეფხისტყაოსნის პოპულარიზაციასა და გრაფიკული ხელოვნების შესწავლით დაინტერესებული ახალგაზრების შემეცნებას.გამოფენას ქობულეთის გამგეობის წარმომადგენლები,... »»»
.....................................................................................
10 ოქტომბერი 2017 წელი
სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გრძელდება
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გრძელდება. დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ზედა სამებაში გზის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა. დამეწრილი შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს. გეოლოგების ჯგუფმა 150-მდე ოჯახი შეისწავლეს.... »»»
.....................................................................................
10 ოქტომბერი 2017 წელი
ქობულეთში ტაბიძის ქუჩის სარეაბილიტაცია სამუშაოები დაიწყო
ქობულეთში ტაბიძის ქუჩის სარეაბილიტაცია სამუშაოები დაიწყო. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები და ტროტუარები, ქუჩის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩაზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი დამონტაჟდება. ქუჩის კეთილმოწყობითი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 136 700 ლარი დაიხარჯება. ქუჩის კეთილმოწყობითი სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.... »»»
.....................................................................................
09 ოქტომბერი 2017 წელი
ქობულეთში პედაგოგთა საერთაშორისო დღე აღინიშნა
ქობულეთში მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. კულტურის სახლში N1 საჯარო სკოლის ორგანიზებით მასწავლებლების, მოსწავლეების და საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მონაწილეობით საღამო „ამ მადლიან დღისათვის, გმადლობ მასწავლებელო“ ჩატარდა. საღამოზე ასევე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შესრულდა.... »»»
.....................................................................................
09 ოქტომბერი 2017 წელი
სოფელ გვარასა და სოფელ ქობულეთში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო
დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარასა და სოფელ ქობულეთში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო. გაზსადენის მშენებლობის დაწყების სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან, ქობულეთის ხელმძღვანელ პირებთან და კომპანია „სოკარ-ჯორჯია-გაზის” რეგიონულ დირექტორთან დავით ლეკიშვილთან ერთად დაესწრო.... »»»
.....................................................................................
08 ოქტომბერი 2017 წელი
რაგბიში აჭარის ღია პირველობა დაიწყო
რაგბიში აჭარის ღია პირველობა დაიწყო. ტურნირში 2001-2002 წლებში დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობენ. სპორტულ შეჯიბრებაში 9 გუნდი იასპარეზებს. ტურნირის გამარჯვებული წლის ბოლოს გამოვლინდება. მატჩს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.... »»»
.....................................................................................

ვიდეო რგოლი

Loading...

ოქტომბერი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
 

გამოკითხვა

ჩვენი საიტი...




 

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა


პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: